Saturday, February 28, 2015

დღე 7

28.02.2015 დღევანდელი დღეც ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ დოკუმეტებზე: მიმდინარე შეფასების პრაქტიკა და განმავითარებელი თვითშეფასება. ასევე თუ როგორ უნდა მოვიძიოთ Intel რესურსებში მოსწავლეთა მხარდამჭერი მასალები. და ბოლოს სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს დავამატეთ საკითხები საბაზისო უნარ-ჩვევბი და სასწავლო პროცედურები.


Sunday, February 22, 2015

ტექნოლოგიების ლამაზი სასწავლო გარემო...

დღე 6

22.02.2015 დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკის შექმნაზე. შემდეგ განვიხილეთ თუ როგორ უნდა აიტვირთოს ვიდეო მასალები ბლოგზე და ბოლოს ვისწავლეთ ჩანაწერების ბლოგზე გაკეთება-მადლობა ნათი გულისხმიერებისთვის :)

Saturday, February 21, 2015

დღე 5

21.02.2015 დღევანდელი ტრეინინგიც დაიწყო შემართებით და მაღალი მოტივაციით ჩვენი ლამაზი,ენერგიული და ნიჭიერი ტრენერის დამსახურებით :)...დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შეფასებებზე,თითოეული მეთოდი გავწერეთ დეტალებში.შემდეგ შევქმენით ციტირებული დოკუმენტი-თუ როგორ უნდა მოხდეს საავტორო უფლეების დაცვა.

Sunday, February 15, 2015

დღე 4

15.02.2015-დღეს ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე.განვიხლიეთ თუ როგორ უნდა მოხდეს დეტალურად გეგმის შედგენა,მსვლელობა,დასრულება და შეფასება.შემდეგ PowerPoint-ში გავაკეთეთ სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, February 14, 2015

დღე 3

14.02.2015-დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აქტივობებით იყო მოცული.განვიხლეთ მნიშვნელოვანი საკითხები 1. პროექტის მიზნები და მისი განხორციელბის ეტაპები-რა სარგებლობა მოაქვს პროექტებს,თუ როგორ უვითარდებათ ბავშვებს მაღალი სააზროვნო უნარები პროექტის ფარგლებში. 2. შიგა ბმულების გაკეთება. 3. ბლუმის ტაქსონომია. 4. მიმართულების მიმცემი საკნანძო კითხვები-თუ როგორ მართებულად უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა საკვანძო კითხვები თითოეული გაკვეთილისა და პროექტისათვის, რომელიც ხელს უყყობს მოსწვლეებში ინტერესესის გაღვივებას,მოტივაციის ამაღლებას და აქტიურ ჩართულობას. 5.დოკუმნეტების გაზიარება Google Doc საშუალებით-ONLINE COLLABORATION. და ტრეინინგი საკმაოდ სასიამოვნო რეფლექსიით დასრულდა.ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ,ქალბატონმა ნანა კუჭაძემ,დღევანდელი დღის აქტივობებიდან გამომდინარე,საკუთარი ლექსით გაალამაზა.... ამ სიყვარულის საოცრებას ვერვინ გაიგებს, გატეხილ ღამის ფიქრებს მარტო მთვარე გაიგებს, სიყვარულია გულის ძგერა, სულის ლამპარი, სიყვარულია უკვდავება, ღვთის შესადარი! სიყვარულია ფიქრი სულის თავს მოხვეული, ვაზის ლერწამი მყარ ჭიბოზე შემოხვეული, ყურძნის მტევანზე მოციმციმე ნამი ციური, სითბო, სიკეთე, სათნოება ამქვეყნიური!

Sunday, February 8, 2015

დღე 2

8.02.2015-დღეს შევაჯამეთ პირველი დღის საქმიანობა და განვაახლეთ მუშაობა ახალი და საინტერესო აქტივობებით,კერძოდ თუ როგორ უნდა დამზადდეს ბროშურები word -ის დოკუმენტში და ასევე ინტელის რესურსებში მზა ბუკლეტებისა და გაზეთის შაბლონების მოძიება.შევქმენით სასწავლო პროექტის დამხმარე დოკუმენტი-ბროშურა მშობლებისათვის,რომელიც დაეხმარება მშობლებს გაანალიზონ თუ რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას.

Saturday, February 7, 2015

Intel-Education Viewer - დღე1

7.02.2015-დღევანდელი დღე დაეთმო ინტელის პროგრამის ინფორმაციულ პორტალს.ვისაუბრეთ სასწავლო პროექტების ძირათად დანიშნულებაზე და მხასიათებლებზე.განვიხილეთ თუ როგორ უნდა შეიქმნას მასწავლებლის პირადი პორტფოლიო და რა მასალები და რესურსები უნდა განთავსდეს თითოეულ საქაღალდეში.დღის ბოლოს მოვახდინეთ განხირციელებული სამუშაოს შეჯამება და შეფასება.